LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგუშეთში პოლიციასთან შეტაკებების დროს ექვსი ადამიანია მოკლული

189
b_2851054463ec46978ec6bc45e5d9c05b

რუსეთის რეგიონული ოპერატიული შტაბის ცნობით, ინგუშეთის ქალაქ კარაბულაკში პოლიციამ შეიარაღებული შეტაკებისას 6 ადამიანი მოკლა.

რუსული მედიის ცნობით, ინგუშეთში, ოპერატიული სამძებრო სამუშაოების დროს, უსაფრთხოების უწყებებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში „ბოევიკების ჯგუფი“ აღმოაჩინეს, რომლებიც გახმაურებული ტერაქტების განხორციელებას გეგმავდნენ.

მათივე ცნობით, დაკავების მცდელობისას “ბოევიკებმა” პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს. ირკვევა, რომ კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია დროულად მოხერხდა.

მოსკოვის დროით 11:15 საათზე ოფიციალურმა პირებმა ოპერაცია დასრულებულად გამოაცხადეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g