26 მარტს მოსკოვში, რესტორან „საფისაში“ საიდ გუცერიევის ქორწილი გაიმართა – საიდი ინგუში ოლიგარქის, მიხაილ გუცერიევის შვილია, პატარძალი კი მოსკოვის სამედიცინო – სტომატოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტი ხადიჟა უჟახოვა იყო. ქორწილში 600 სტუმარს უმასპინძლეს, მათ შორის იყვნენ ვარსკვლავები – ჯენიფერ ლოპესი, ენრიკე იგლესიასი, პატრისია კაასი, სტინგი.
რამდენი გადაუხადეს მომღერლებს ქორწილში შესრულებული სიმღერებისთვის, უცნობია, თუმცა, კულუარული ინფორმაციით, თანხამ რამდენიმე მილიონი შეადგინა. ჯეი ლომ ჰონორარის დიდი ნაწილი მოსკოვშივე, საყიდლებზე დახარჯა. ენრიკე იგლესიასმა კი გადაწყვიტა, ჰონორარით საკუთარი ოჯახის წევრები გაეხარებინა – მომღერალი ბაჰამის კუნძულებზე მეგობარ გოგონასთან, ანა კურნიკოვასთან და დასთან, ანა ბოერთან ერთად ისვენებს.
კურორტზე გადაღებული ფოტოები კურნიკოვამ „ინსტაგრამზე“ განათავსა.