ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩში “ატლეტიკომ” მოქმედ ჩემპიონ “ბარსელონას” უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
ანგარიში 51-ე წუთზე ფერნანდო ტორესმა გახსნა, 55-ე ზე ნეიმარმა ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა. გამარჯვების მომტანი გოლი კი შეცვლაზე შემოსულმა ლიონელ მესიმ გაიტანა.
მატჩის შემდეგ ანდრეს ინიესტმა მის თანაგუნდელზე ისაუბრა:
“ლიონელ მესი უნიკალური მოთამაშეა და მან ეს გუშინაც დაამტკიცა. მოხარული ვარ მისი კარგი თამაშით და მოპოვებული 3 ქულით.
როგორც ყოველთვის, გუშინაც რთულ თამაშს ველოდით “ატლეტიკოს” წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში გუნდმა კარგი თამაში აჩვენა და დამსახურებულადაც მოიპოვა გამარჯვება”, – განაცხადა ანდრეს ინიესტამ.
ლა ლიგის 3 ტურის შემდეგ ”ბარსა” 9 ქულით ჩემოინატის ერთპიროვნული ლიდერია.