ნიუ–იორკის, ლონდონის და ტოკიოს შემდეგ ინოვაციური კაფე თბილისშიც გაიხსნა. კაფე INNOVA საკუთარ თავში რამდენიმე სივრცეს აერთიანებს: კაფე ინტერაქტიული მაგიდებით, ასევე მყუდრო და სიმწვანეში ჩაფლული ტერასა , რომელიც EVENT–ებს ეთმობა.
ვირტუალური მენიუებით აღჭურვილი კაფე, სადაც ასევე ვირტუალური მაგიდის მეშვეობით შეძლებთ სხვადასხვა სახის საკვებისა და სასმელის შეკვეთას, ასევე მოიცავს ბავშვთა გასართობ დარბაზსა და კერძო ბაღს. ”ნებისმიერ დროს, თუ თქვენ გსურთ მოუწყოთ სიურპრიზი მეგობარს, შეგიძლიათ , დაგვიკავშირდეთ წინაწარ და მოგვაწოდოთ სასურველი ფოტო, ან ნახატი მაგიდის დიზაინის შესაცვლელად. ასევე ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შეცვალოს მაგიდის ფონი და შეკვეთის მიღებამდე დრო სხვადასხვა თამაშებით გაიყვანოს. თამაშები ვირტუალურ მაგიდაშია ჩამონტაჟებული”, – განაცხადა კაფე INNOVA-ს დირექტორმა თეონა ლოლუამ.
როგორც INNOVA-ში ”ფორტუნა პლუსს” განუცხადეს, ეს არის პროგრესული, ახალგაზრდული და პოზიტიური ხედვის მქონე ადამიანების შეკრების ადგილი, რომელიც მუდმივად დატვირთული იქნება სხვადასხვა კულტურული მოვლენებით.
კაფე INNOVA მოსაშვილის 13 ნომერში, ვაკის პარკთან მდებარეობს და ყოველდღე 11:00 დან 00:00 საათამდე მუშაობს.