ადგილობრივი ბაზრის ლიდერი კომპანიის „დიო“ არქიტექტორთა კლუბის ეგიდით „ენერგოეფექტური არქიტექტურის კონფერენცია 2025“ ჩატარდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართველი არქიტექტორების, ინჟინრებისა და დეველოპერების დაკავშირებას ევროპულ ინოვაციებთან.
ფორუმზე განხილვის მთავარი თემა იყო „ინოვაციური კარ-ფანჯრის და მზისგან საჩრდილობელი სისტემები მაქსიმალური ენერგოეფექტიანობისთვის“.

კონფერენციას ესწრებოდნენ Aluprof-ისა და Aluplast-ის წარმომადგენლები. Aluprof-ის გუნდმა (Sabina Gustof და Andriy Tsyganok) ისაუბრა ალუმინის სისტემების როლზე უკეთესი არქიტექტურის შექმნაში, ხოლო Aluplast-მა (Stanislaw Lisowski) წარადგინა Energeto Neo – სისტემა, სადაც დიზაინი ხვდება ტექნოლოგიას.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა გიორგი აბულაშვილი (საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი), რომელმაც მიმოიხილა საქართველოში არსებული გამოწვევები და საკანონმდებლო ცვლილებები.

„დიოს“ შესახებ:
კომპანია, რომელიც მომავალ წელს 30 წლიან იუბილეს აღნიშნავს, დღემდე ინარჩუნებს სფეროს ლიდერის პოზიციას. „დიო“ ოთხ ქალაქშია წარმოდგენილი (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, თელავი) და ფლობს საწარმოებს ქუთაისსა და თბილისში. კომპანია მომხმარებელს 80-ზე მეტი დასახელების პროდუქტს სთავაზობს, რაც მოიცავს როგორც ექსტერიერის, ასევე ინტერიერის სრულ სისტემებს. „დიო“ ფლობს ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 სერტიფიკატებს.

დიო“ მიზნად ისახავს, მომავალშიც განაგრძოს ინოვაციური, თანამედროვე ევროპული ტენდენციების დამკვიდრება საქართველოს ბაზარზე, რათა სამშენებლო ინდუსტრია სრულად აკმაყოფილებდეს ენერგოეფექტურობის მოთხოვნებს.
(R)
