Honda City ინოვაციურ იდეებზე დაყრდნობით შექმნილი ავტომობილია. 2015 წელს, ახალი City, საინტერესო კონცეფციის წყალობით, მცირე ზომის სედანების კლასში საუკეთესო ავტომობილად დასახელდა.
აღნიშნული ავტომობილის საერთო მასა საკმაოდ დაბალია და სედანებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ეკონომიურ ავტომობილს წარმოადგენს. ეს უმთავრესად, 1.5 ლიტრი მოცულობის მქონე, 4 – ცილინდრიანი და 120 ცხენის ძალის მქონე ძრავის დამსახურებაა. ავტომობილის მაქსიმალური სიჩაქარე 190 კილომეტრი საათშია.
საწვავის დანახარჯის შემცირებაში ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს 7-საფეხურიანი, სპორტული რეჟიმით აღჭურვილი თანამედროვე, ავტომატიზირებული გადაცემათა კოლოფი. შედეგად, ამძრაობის მოცემული კომბინაცია და ავტომობილის სიმსუბუქე ას კილომეტრ გარბენზე მხოლოდ 5.5 ლიტრ საწვავის ხარჯვას განაპირობებს.
გადაცემის ჩანაწერი
