სოციალური ქსელი Instagram-ი ცენზურის განახლებული წესების გამოყენებას იწყებს. კერძოდ, კომპანია საუბრობს Instagram-ის ქსელში ტენდენციურად მზარდ შიშველ ფოტოსესიებზე, რომელსაც სხვადასხვა მომხმარებლები გამომწერებისა თუ პოპულარობისთვის მოსახვეჭად აზიარებენ. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, გამკაცრდება ასაკობრივი კონტროლი და ყველა ფოტო, რომელზეც ,,ზედმეტი სიშიშვლე’’ ჩანს, გამოჩნდება Blur რეჟიმში. მისი სრულად ნახვა კი გამაფრთხილებელი წარწერის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

უახლესი ფუნქცია უკვე ქსელში განთავსებული ფოტო-მატერიალს შეეხება თუ ამიერიდან განთავსებულ პოსტებს – ჯერ-ჯერობით უცნობია.