LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინსტაგრამი იმისთვის შეიქმნა, რომ ადამიანებმა თავი ცუდად იგრძნონ – მადონა

203
madona

პოპმომღერალი მადონა ინსტაგრამს აკრიტიკებს და The Sun – თან საუბარში ამბობს, რომ სოციალური ქსელი ადამიანებს უბიძგებს, თავიანთი უპირატესობა ამტკიცონ.

მომღერალი, რომელსაც 14 ათასი ფოლოუერი ჰყავს, ინსტაგრამის უარყოფით მხარეებზე საუბრობს.

“თქვენ ყოველთვის სხვა ადამიანებს ადარებთ თავს და სვამთ კითხვებს: მას ხომ არ უნდა ვგავდე, მასავით ხომ არ უნდა ვიქცეოდე და ა. შ. “, – ამბობს მადონა.

“მე ბედნიერი ვარ, რომ მქონდა ცხოვრება, როგორც მომღერალს მანამდე, სანამ იქნებოდა ტელეფონი, სოციალური ქსელები, ამ დროს ვხარჯავდი საკუთარ თავზე მუშაობაში და არ ვფიქრობდი, ვინ განმიკითხავდა და ვინ არა”.

მომღერალი ამბობს, რომ თავის 22 წლის ქალიშვილს მუდმივად ეუბნება, ნაკლებად იყოს სოციალური ქსელით დაკავებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g