LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ინსტაგრამის“ ახალი ფუნქცია დეპრესიის დაძლევაში დაგეხმარებათ

78

სოციალურმა ქსელმა „ინსტაგრამმა“ შექმნა ახალი ფუნქცია, რომელიც დახმარებას ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს აღმოუჩენს.

მომხმარებელს ანონიმურად შეეძლება „ინსტაგრამს“ ამა თუ იმ ადამიანის პოსტის შესახებ “შეატყობინოს”, რომელსაც ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვს. ამის შემდეგ „ინსტაგრამი“ მითითებულ ადამიანს ასეთი შინაარსის შეტყობინებას გაუგზავნის: „ვიღაცამ დაინახა თქვენი პოსტი და ფიქრობს, რომ რთული პერიოდი გაქვთ. თუ დახმარება გჭირდებათ, მოხარულები ვიქნებით, გვერდში დაგიდგეთ“.

აპლიკაცია დახმარების რამდენიმე ვარიანტს გთავაზობთ: გულახდილ საუბარს, უახლოესი დახმარების ცენტრების ნომრებსა და სასარგებლო რჩევებს ფსიქიკის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად.

„ეს ინსტრუმენტი შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებს ახსოვდეთ, რომ ისინი მარტოები არ არიან“, – განაცხადა „ინსტაგრამის“ ოპერაციული სისტემის განყოფილების დირექტორმა, მარნ ლევინმა.

ახალი ფუნქცია ამ დროისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ აშშ-შია, თუმცა უახლოეს მომავალში ის მთელს მსოფლიოში გავრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები