2015 წლის სექტემბრიდან სტუდია Sony Pictures ახალ „ჩარლის ანგელოზებზე“ მუშაობს. სამწლიანი უძრაობის შემდეგ, ფილმის გადაღებები აქტიურ ფაზაში შევიდა. პროექტს ვარსკვლავური შემადგენლობა და ინტერნაციონალური შემადგენლობა აქვს. მთავარ როლებზე აფროამერიკელი ლუპიტა ნიონგო, ინდური ფესვების მქონე ამერიკელი ნაომი სკოტი და ამერიკელი კრისტენ სტიუარტი არიან წარდგენილები.
ფილმის რეჟისორი ელიზაბეტ ბენკსია. გადაღებები კი მიმდინარე სექტემბერში დაიწყება, დიდ ეკრანებზე კი მისი ჩვენება 2019 წლის 7 ივნისიდან მოხდება.