LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

International Piano Masters Tbilisi 2026 იწყება – 1 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით თბილისს მსოფლიოს წამყვანი პიანისტები ეწვევიან

950
დავით ალადაშვილი

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, 1 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, თბილისში საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი International Piano Masters Tbilisi 2026 გაიმართება.

ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, უკვე მესამე წელია, საქართველო მსოფლიოს წამყვან პიანისტებს, პედაგოგებსა და ახალგაზრდა მუსიკოსებს მასპინძლობს და საერთაშორისო მუსიკალური დიალოგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ყალიბდება.

წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები და პედაგოგები: პასკალ ნემიროვსკი (საფრანგეთი), მიშელ ბეროფი (საფრანგეთი), ანდრეას ფროლიხი (გერმანია), ლუი შვიცგებელი (შვეიცარია), აკიკო ები (იაპონია)  მანანა გოცირიძე (საქართველო) და დავით ალადაშვილი (საქართველო).

ფესტივალის საგანმანათლებლო პროგრამა 1–10 ივლისს ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლა ნიჭიერთა ათწლედში გაიმართება და მოიცავს ყოველდღიურ ინდივიდუალურ მასტერკლასებს, ღია სტუდიო-კლასებს, პროფესიულ შეხვედრებსა და საჯარო დისკუსიებს. პროგრამაში მონაწილეობას ქართველი და უცხოელი ახალგაზრდა პიანისტები მიიღებენ.

ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება სოლო საფორტეპიანო კონკურსი, რომლის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი ოსტატობა საერთაშორისო პროფესიული ჟიურის წინაშე წარმოაჩინონ. კონკურსის გამარჯვებულები ფესტივალის ფარგლებში სპეციალურ გალა-კონცერტებზე წარდგებიან.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება შემდეგი საკონცერტო ღონისძიებები:

3 ივლისი – გერმანელი პიანისტისა და პედაგოგის ანდრეას ფროლიჰის სოლო კონცერტი – ეროვნული სასახლე, სარკეებიანი დარბაზი;

7 ივლისისსიპ თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი;

9 ივლისი – მსოფლიოში აღიარებული იაპონელი პიანისტის აკიკო ების სოლო კონცერტი – ეროვნული სასახლე, სარკეებიანი დარბაზი;

10 ივლისისოლო საფორტეპიანო კონკურსის გამარჯვებულთა გალა-კონცერტი

ფესტივალი მხოლოდ თბილისით არ შემოიფარგლება. საერთაშორისო პროფესორები რეგიონებშიც ჩავლენ, სადაც ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის მასტერკლასებსა და საგანმანათლებლო შეხვედრებს გამართავენ:

12 ივლისიგორის ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლა.

International Piano Masters-ის დამფუძნებელია ფრანგი პიანისტი და პედაგოგი პასკალ ნემიროვსკი. ფესტივალის საქართველოში დაფუძნების ინიციატორი და IPM Tbilisi-ის გენერალური მენეჯერია პიანისტი, ჯულიარდის სკოლის კურსდამთავრებული და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასისტენტ-პროფესორი დავით ალადაშვილი.

2024 წელს დაფუძნებული International Piano Masters Tbilisi მოკლე დროში იქცა რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმად. ფესტივალი ახალგაზრდა მუსიკოსებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარ ქვეყანაში იმუშაონ იმ პროფესორებთან, რომელთა მასტერკლასებსა და აკადემიებში მოსახვედრად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოგზაურობენ.

International Piano Masters Tbilisi 2026-ის მიზანია ახალგაზრდა მუსიკოსების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს, როგორც მაღალი დონის მუსიკალური განათლებისა და კულტურული გაცვლის ცენტრის, კიდევ უფრო გაძლიერება საერთაშორისო მუსიკალურ სივრცეში“, – აღნიშნულია ფესტივალის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან ეროვნული სასახლე, ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“, სასტუმრო თბილისი მარიოტი და საქართველოს ავიახაზები, რომელთა მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ფესტივალის საგანმანათლებლო, საკონცერტო და რეგიონული პროგრამების განხორციელება.

მედია პარტნიორი – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები