LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტში ახალი Samsung Galaxy S8 Edge გამოჩნდა

129

Galaxy Note 7-ის ისტორია არც ისე სახარბიელოდ ჩაიწერა კორეული კომპანიის ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წარუმატებლობა უარყოფითად აისახა Samsung-ის რეპუტაციაზე, ჩინურმა კომპანიამ KJuma-მ გამოაქვეყნა პირველი სქრინშოთი და ვიდეო, რომელიც მომავალ ფლაგმანურ მოდელს ეკუთვნის.

გავრცელებული ინფორმაციის KJuma ადასტურებს, რომ Galaxy S8 Edge-ის ფოტოები ავთენტურია.

მოწყობილობის დიზაინში აღსანიშნავია მისი ორმაგი კამერა და განახლებული კორპუსის ფერთა გამა.

 

რაც შეეხება გაჯეტის ტექნიკურ მახასიათებლებს, სმარტფონი ღჭურვილი იქნება 5.7 ინჩიანი დისფლეით, რომელიც Snapdragon 835-ზე წარმოუდგენლად მაგარ 3D გრაფიკას ასახავს. აქვეა 6 GB ოპერატიული და მინიმუმ 64 GB-იანი შიდა მეხსიერება, რომელიც ფლაგმანის მთავარ ღირსებადაც შეიძლება ჩაითვალოს.

სმარტოფნის ოფიციალური წარდგენა აპრილში შედგება. მანამდე კი კომპანია Samsung-ი სხვადასხვა ბიუჯეტური მოდელის პრეზენტაციას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები