LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტში HTC-ის ახალი ფლაგმანი გამოჩნდა

85

2017 წელს საკმაოდ ბევრი ფლაგმანი ვიხილეთ. წლის სმარტფონების – Galaxy S8, Galaxy S8 Plus, Sony Xperia XZ Premium– შემდეგ უკვე HTC-ის ფლაგმანური მოდელი U Ocean იპყრობს ფანების გულებს. აღსანიშნავია, რომ ახალ მოწყობილობას ექნება Edge Sense ინტერაქტიული გვერდები, რომლის წყალობითაც სმარტფონი ჟესტებისა და გარკვეული მანევრების აღქმას შეძლებს.

გაჯეტი 5.5 ინჩიანი WQHD დისფლეითაა წარმოდგენილი, რომელიც 2560 x 1440 პიქსელისაა. პროცესორი Qualcomm-ის Snapdragon 835-ითაა განსაზღვრული. ოპერატიული მეხსიერება 4/6 გიგაბაიტს შეადგენს ხოლო შიდა მეხსიერება ოპერატიულის მიხედვით 2 ვარიანტადაა წარმოდგენილი 64 და 128 GB-იანი. აკუმულატორი 3000 მილიამპერ/საათია. ოპერაციული სისტემა – Android Nougat-ია ვერსიით 7.1 და მისი ინტერფეისი HTC-ის ტრადიციული Sense UI-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები