მართალია Galaxy S8-ისა და S8 Plus-ის პრეზენტაციას ამ გაზაფხულზე უნდა ველოდოთ, თუმცა არც Galaxy Note 8-ს პრეზენტაციაა შორს. ინსაიდერების ცნობით, კორეულ კომპანიას საკმაო ძალისხმევა დასჭირდება Note 7-ის ფიასკოს შემდეგ, Note Class-ის რეპუტაციის აღსადგენად.
როგორც ირკვევა, დივაისი 6.4 ინჩიანი დისფლეით იქნება წარმოდგენილი, რომლის გაფართოებაც 3840 x 2160 პიქსელს შეადგენს. საფირმო Home ღილაკი მსგავსად Galaxy S8 მოდელებისა, გამოტოვებული იქნება. პროცესორი Exynos 9 ან Snapdragon 835-ით განისაღვრება. გაჯეტი 5 GB ოპერატიული და 256 GB შიდა მეხსიერებით იმუშავებს. სტერეოდინამიკები, Harman/Kardon-ის აუდიოსისტემა, 3.5 მმ-იანი პორტი ყურსასმენებისთვის, ღილაკი Bixby-ს პერსონალური ასისტენტისთვის, USB Type-C და რაც მთავარია, არაფეთქებადი ბატარეა, რომელსაც მწარმოებელი ალბათ ყველანაირ სიტუაციაში გატესტავს.