LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტთან წვდომა განვითარებადი ქვეყნების მხოლოდ 34%-ს აქვს

85

მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების რიგით მე-13 სიმპოზიუმი – WTIS 2015 იაპონიაში მიმდინარებს. როგორც ”ფროტუნას” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობესსიმპოზიუმში კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე და კომისიის აპარატის ინფორმაციულ ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი რატი სხირტლაძე მონაწილეობენ.

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, მსოფლიოში ინტერნეტ ქსელში ჩართულია 3.2 მილიარდი ადამიანი, რაც მსოფლიო მოსახლეობის 43 % წარმოადგენს. ამავე დროს, 7.1 მილიარდი აბონენტია ჩართულია მობილურ სატელეფონო მომსახურების ქსელში, რაც მსოფლიო მოსახლეობის 95%-ია.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მართალია, 2010 წელთან შედარებით, როცა მსოფლიო მოსახლეობის 30% ჰქონდა სახლიდან ინტერნეტთან წვდომა, 2015 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 46% იქნება. თუმცა, პროცენტულად განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის 81% სარგებლობს სახლის ინტერნეტით, ხოლო განვითარებადი ქვეყნების მხოლოდ 34.1% აქვს ეს შესაძლებლობა. მიუხედავად ზრდის ნელი ტემპისა პროგრესი ყოველწლიურია. სწრაფი ტემპით იზრდება ასევე ფართოზოლოვანი მობილური მომსახურებების (mobile-broadband subscriptions worldwide) აბონენტების მაჩვენებელი.

მსოფლიოს 166 ქვეყანას შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ინდექსით საქართველო რეიტინგში 78-ე ადგილზე რჩება. მსოფლიო სატელეკომუნიკაციო/ICT ინდიკატორების მე-12 სიმპოზიუმი WTIS 2014- თბილისი, შარშან საქართველოში ჩატარდა. საქართველომ 2014 წელს გასული ერთი წლის განმავლობაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) განვითარების ინდექსის მიხედვით ყველაზე დინამიურად განვითარებადი ქვეყნების ჩამონათვალში მოხვედრისთვის ჯილდო მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g