LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერპოლი ახმედ ჩატაევის შესახებ

79

საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ახმედ ჩატაევი 2015 წლის ოქტომბრიდან ინტერპოლის მიერ იძებნებოდა. ინტერპოლის ვებ-გვერდზე ჩატაევის შესახებ ვრცელი ინფორმაცია იძებნება.

ინტერპოლმა ძებნილი პირების სიაში ჩატაევი, მეტსახელად “ცალხელა” 2015 წლის 2 ოქტომბერს, „ალ-ქაედას“, „ისლამური სახელმწიფოს“ და აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მითითებით „ქმედებების დაფინანსებაში, დაგეგმვაში, უზრუნველყოფაში, მომზადებაში და განხორციელებაში მონაწილეობისთვის“, „იარაღის და მასთან დაკავშირებული მატერიალური სახსრების მიწოდებისთვის, გაყიდვისთვის ან გადატანისთვის“, „ხსენებული ორგანიზაციების სასარგებლოდ დავერბოვკების ან სხვა ქმედებებისთვის“ შეიყვანა.

ახმედ ჩატაევი 2001 წელს ავსტრიაში გადასახლდა, საიდანაც ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი შეიარაღებული პირების ფინანსური და ლოგისტიკური მხარდაჭერით იყო დაკავებული.

ინტერპოლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამჟამად ჩატაევი „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერია. ის 130 შეიარაღებულ პირს მეთაურობს და მოუწოდებს მუსლიმებს ხალიფატის შექმნის მიზნით სირიის, ერაყისა და სხვა სახელმწიფოების ოფიციალური ხელისუფლებების წინააღმდეგ შეიარაღებულ ბრძოლას შეუერთდნენ.

ჩატაევი „ისლამური სახელმწიფოს“ რუსულენოვანი მებრძოლების სირიასა და ერაყიდან ტერორისტული ჯგუფების შესაქმნელად და ტერაქტების მოსაწყობად რუსეთში გადაყვანაზე არის პასუხისმგებელი. ის საზღვარგარეთ რუსული დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ დაგეგმილი ტერორისტული აქტების ორგანიზატორი და სულისჩამდგმელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g