LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინვესტორ კომპანიასთან შეთანხმება შედგა ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის გამოსყიდვის შესახებ – დავითაშვილი

156
ლევან დავითაშვილი2 (1)

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობამ ინვესტორისგან ხუდონჰესის პროექტი გამოისყიდა და მასზე აუქციონი მომავალ წელს გამოცხადდება.

“ინვესტორ კომპანიასთან შეთანხმება შედგა ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის გამოსყიდვის შესახებ. სახელმწიფომ ეს პროექტი დაიბრუნა. ეს საშუალებას მოგვცემს პროექტის განხორციელება უკვე 2023 წელს დავიწყოთ. ჩვენი მიდგომაა, რომ სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით მოხდეს ასეთი მსხვილი, სტრატეგიული პროექტების განხორციელება. ამ პროექტს საქართველოს გენერაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, მათ შორის ენგურჰესის გენერაციის გაზრდის კუთხითაც.

აქედან გამომდინარე, ჩვენი გადაწყვეტილება იყო, რომ კომპანიასთან მოლაპარაკების გზით დაგვესრულებინა კონტრაქტი, რაც საბოლოოდ პოზიტიურად დასრულდა. ამ პროექტს უახლოეს ხანებში, 2023 წლის დასაწყისიდან ხელახლა გამოვაცხადებთ და თავიდან დავიწყებთ მის განხორციელებას”, – განაცხადა დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობას ხუდონჰესის პროექტის ინვესტორისგან გამოსყიდვა 13.5 მლნ დოლარი დაუჯდა. მისივე თქმით, პროექტზე აუქციონის გამოცხადებას მთავრობა 2023 წლის დასაწყისში გეგმავს.