LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იოლი გასეირნება არ გველის, თავგანწირულ, უთანასწორო ბრძოლაში შევდივართ“ – ალეკო ელისაშვილი

137
ალეკო ელისაშვილი

იოლი გა­სე­ირ­ნე­ბა არ გვე­ლის, თავ­გან­წი­რულ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში შევ­დი­ვართ, – ამის შე­სა­ხებ „ლელო-ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა, ორი პარ­ტი­ის მიერ გა­მარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­დაც „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ და „ლელო-ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ თბი­ლი­სის მე­რო­ბის სა­ერ­თო კან­დი­და­ტი და­სა­ხელ­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ამ არ­ჩევ­ნებ­ზე, ამ ბრძო­ლა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა დაბ­რუნ­დეს ხალ­ხის ხმა.

„დღეს მთელს სა­ქარ­თვე­ლოს და მსოფ­ლი­ოს, მტერ­საც და მოყ­ვა­რე­საც, ვაჩ­ვე­ნებთ, რომ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია სა­ერ­თო მიზ­ნის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­რუ­ნე­ბის­თვის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და ერთ მუშ­ტად შეკ­ვრა. ეს არ უნ­დო­დათ ზუს­ტად იმათ, აქ რომ ჰქონ­დათ ოფი­სი, ამ სულ­გა­ყი­დუ­ლებს, ამ ბაღ­ლინ­ჯო­ებს. ეს არ უნ­დო­დათ, მაგ­რამ მო­ვა­ხერ­ხეთ. ყვე­ლა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა შეგ­ვიქ­მნეს, უამ­რა­ვი დაბ­რკო­ლე­ბა შეგ­ვიქ­მნეს, მაგ­რამ დღე­ი­დან ჩვენ, „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ და „ლელო-ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო“ ერ­თობ­ლივ ბრძო­ლას ვი­წყებთ სა­ქარ­თვე­ლოს და­საბ­რუ­ნებ­ლად, თბი­ლი­სის და­საბ­რუ­ნებ­ლად, ჩვე­ნი თი­თო­ე­უ­ლი სოფ­ლი­სა და კალ­მით ნა­ხა­ტი ქა­ლა­ქე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად. მერე, სა­ერ­თო ჯამ­ში, ქვე­ყა­ნაც და­ვიბ­რუ­ნოთ და ჩვე­ნი გა­დახ­ვე­წი­ლი ხალ­ხი და­ვაბ­რუ­ნოთ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ამო­ვი­სუნ­თქოთ.

უნდა და­ვიბ­რუ­ნოთ ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო. მე პი­რა­დად ამ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვუ­ყუ­რებ, რო­გორც ბრძო­ლას. არა­ნა­ი­რი იოლი გა­სე­ირ­ნე­ბა არ გვე­ლის. თავ­გან­წი­რულ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში შევ­დი­ვართ, მაგ­რამ ეს არის ბრძო­ლა. ჩვენ რთუ­ლად, მაგ­რამ მა­ინც მო­ვა­ხერ­ხეთ ერ­თობ­ლივ ბრძო­ლა­ზე, ერ­თობ­ლივ სტრა­ტე­გი­ა­ზე შე­თან­ხმე­ბა, ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. რო­გორც პო­ლი­ტი­კოსს კი არა, რო­გორც ქარ­თველს და ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს. იმი­ტომ, რომ მეც და­ვი­ღა­ლე, სა­კუ­თა­რი თა­ვიც დავ­ღა­ლე სხვე­ბის ლან­ძღვით, თა­თხვით. ერ­თობ­ლი­ვი ბრძო­ლით გა­ვა­ხა­როთ ყვე­ლა, ვი­საც ჩვე­ნი იმე­დი აქვს.

მთე­ლი გუ­ლით მინ­და, სა­ნამ შე­მიძ­ლია, სა­ნამ ჯანი მაქვს, ჩემს სა­ქარ­თვე­ლოს და­ვუმ­ტკი­ცო, რომ მის­თვის რა­ღაც გა­ვა­კე­თე. რომ მოვა მი­ქელ- გაბ­რი­ე­ლი, მას­თა­ნაც, ჩემს სამ­შობ­ლოს­თა­ნაც, მშობ­ლებ­თან, წი­ნაპ­რებ­თან, ჩემს შვი­ლებ­თან ვიყო მარ­თა­ლი, არა­ნა­ირ ბრძო­ლას ჩემ­თვის ფასი არ აქვს, სა­დაც ხალ­ხის დარ­დი, გა­სა­ჭი­რი, პრობ­ლე­მე­ბი არ ის­მის. ისე გა­ვერ­თეთ ეს ერთი წე­ლია არა­ვის საყ­ვე­დურს არ ვე­უბ­ნე­ბი, ამ პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლა­ში, რომ ხალ­ხი დაგ­ვა­ვი­წყდა სა­ერ­თოდ. ამ არ­ჩევ­ნებ­ზე, ამ ბრძო­ლა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა და­ვაბ­რუ­ნოთ ხალ­ხის ხმა.

არა­ნა­ი­რი ბრძო­ლას ფასი არ აქვს, თუ წინ ყოჩი არ მი­გი­ძღვის, თან ისე­თი ფა­ლა­ვა­ნი არ არის, ვისი იმე­დიც გაქვს. სწო­რედ ასე­თი კან­დი­და­ტია ირაკ­ლი კუპ­რა­ძე, „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ და „ლელო-ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ თბი­ლი­სის მე­რო­ბის ერ­თობ­ლი­ვი კან­დი­და­ტი“, – გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g