16-წლიანი ლოდინის, ბრძოლისა და ემიგრაციაში გატარებული რთული წლების შემდეგ, პროდიუსერ რეზიკო არჩვაძისა და მომღერალ თამუნა ამონაშვილის ოჯახში დიდი ზეიმია – წყვილს ტყუპი, ქალ-ვაჟი შეეძინა. პატარები, სახელად იონა და მელანია, ქვეყანას 1-ელ სექტემბერს მოევლინნენ, თუმცა მშობლებმა ეს ბედნიერი სიახლე საზოგადოებას მხოლოდ ახლა გაუზიარეს.
ამბები.ge თამუნა ამონაშვილის მეუღლესთან, რეზიკო არჩვაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს აქვეყნებს.
გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან.
– რეზიკო, გილოცავთ, როდის დაიბადნენ პატარები და რატომ არ საუბრობდით ამ სიახლეზე აქამდე?
– ბავშვები 1-ელ სექტემბერს დაიბადნენ, უკვე სამი თვისები არიან. უბრალოდ, ამის აფიშირება არ გვინდოდა ჯერ, ასე გადავწყვიტეთ. ძალიან მაგარი შეგრძნებაა ნანატრი შვილების შეძენა. ამდენი წელი სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდით, რომ ამისთვის გვებრძოლა და გვემკურნალა. ძალიან ბევრი განვლილი წელი გვაქვს უკან, რომელშიც ჩადებულია დიდი შრომა. ღვთის ნებით მოხდა ყველაფერი, შეიძლება ისე დასრულებულიყო, არც მომხდარიყო.
იმდენად ჰგვანან ერთმანეთს, ხანდახან ვერც ვარჩევ ერთმანეთისგან. ბიჭს ბიბლიური სახელი შევურჩიე – იონა, მაცხოვარიც ახსენებს აღთქმაში და გოგონას – მელანია, ასევე წმინდანის სახელი.
– რეზიკო, წლებია, რაც საქართველოში დაბრუნდით საცხოვრებლად…
– დიახ, უკვე დიდი ხანია აქ ვართ. ზუსტად ამის გამო ვიყავით სხვა ქვეყანაში, რომ გვემკურნალა. იონა და მელანია ჩვენი ბიოლოგიური შვილები არიან, სუროგაციით შეგვეძინა.
