პარლამენტმა სახალხო დამცველობის კანდიდატების გასაუბრების პროცესი დაასრულა.
ვინ გახდება ახალი სახალხო დამცველი – პარლამენტი გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.
პარლამენტში წარდგენილი 19 კანდიდატიდან გასაუბრებაში მონაწილეობა 16-მა კანდიდატმა მიიღო.
„ახლა ჩვენ გავაანალიზებთ თითოეული კანდიდატის გასაუბრების პროცესს, გვექნება კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტთან და ამის შემდეგ ეს საკითხები კენჭისყრაზე დადგება. მათ შორის, 19-ვე კანდიდატის, მიუხედავად იმისა, ისინი მონაწილეობდნენ თუ არა გასაუბრების პროცესში“, – განაცხადა იონათამიშვილმა.