iOS 11-ის გამომთვლელი სწრაფ ოპერაციებს ვერ უმკლავდება. მაგალითად, თუკი ციფრებს 1, 2 და 3 შეკრებავთ, 6-ის ნაცვლად 24-ს მიიღებთ.
აღნიშნული პრობლემა ოპერაციული სისტემის ყველა დევაისზე დაფიქსირდა. მიზეზად კი კალკულატორში გრძელი ანიმაცია გამოიყენება, რომლის გამოც სისტემა ოპერაციის ნიშნებს ვეღარ აღიქვამს.
იმისათვის, რომ სწორი რეზულტატი მიიღოთ, ციფრები ნელა უნდა შეიყვანოთ ან App Store-ის სხვა მსგავსი აპლიკაციით ისარგებლოთ.