LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იოსელიანი: ვადის გადაწევაში ცუდი არაფერია – ექვსი თვეც მალე გავა და ერთი წელიც, მაგრამ რეკომენდაციები უნდა შესრულდეს

65
ლევან იოსელიანი

„როგორც ჩანს, ევროპაში დაინახეს, რომ მოკლე ვადაში შეთანხმების რესურსი არ არის და ეს ვადა გამოყენებული უნდა იყოს წნეხისთვის. ექვსი თვეც მალე გავა და ერთი წელიც, მაგრამ რეკომენდაციები უნდა შესრულდეს“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

ამ განცხადებით დეპუტატმა ევროკომისიის წარმომადგენლის, მიხაელ რუპის განცხადება შეაფასა, რომელმაც თქვა: „ჩვენ გადავწყვიტეთ, არ დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა დეპოლარიზაციის მცდელობებში. ამიტომ გაფართოების პაკეტის პრიორიტეტებზე ანგარიშს 2023 წლისთვის მოვამზადებთ.“

ლევან იოსელიანის მოსაზრებით, ვადის გადაწევაში ცუდი არაფერია და უფრო მეტიც, მისი თქმით, ამან შეიძლება, ხელი შეუწყოს პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევას.

„რაზეც ექვს თვეში ვერ შევძლებთ შეთანხმებას, ერთ წელში მასზე შეთანხმების ალბათობა ცოტა მეტია, მაგრამ გარანტია არ არის, რომ ერთ წელში ყველაფერზე შევთანხმდებით. მგონია, რომ ექვს თვეში ასე მარტივად ვერ მოვაგვარებთ იმ პრობლემებს, რაც 30 წელში ვერ მოვაგვარეთ.

„ქართული ოცნების“ განცხადებებმა ბოლო პერიოდში ანტიდასავლური ფორმა მიიღო და ეს დასავლეთში ჩვენს მეგობრებს აშფოთებთ.

ს განცხადებები მარტო ოპოზიციისთვის კი არ არის მიუღებელი, მათ მხარდამჭერებსაც კითხვის ნიშნებს უჩენს, რადგან „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, როგორც პროდასავლური პარტია და დღემდე ასე პოზიციონირებს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

როგორც მანვე აღნიშნა, არ მიიჩნევს, რომ ვინმე საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს და განსაკუთრებით ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, ვინც მთელი 30 წლის მანძილზე ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის გარანტი იყო.

„ქართული ოცნება“ დღეს აჯერებს ამომრჩეველს, რომ ეს ხალხი დაინტერესებულია, საქართველოში დაიწყოს ომი, რაც აბსოლუტური სიბრიყვეა და ამ გზავნილის ხშირი გამეორება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესს აზიანებს. უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანას არ აქვს ევროპის, ევროკავშირის და ნატოს სხვა ალტერნატივა.“– განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g