მომხმარებლების დიდი ნაწილი უპირატესობას პატარა ეკრანის მქონე სმარტფონებს ანიჭებს, ამიტომ 4-დიუმიანი ეკრანის მქონე გაჯეტები აქტუალობას არ კარგავს.
მცირე ეკრანიანი სმარტფონის გამოშვებას გეგმავს კომპანია Apple-იც. iPhone 7 mini 2017 წლის დასაწყისში გამოვა და ის iPhone SE-ს ერთგვარი გაგრძელება იქნება. დისპლეის მისთვის კომპანია AU Optronics შექმნის, რომელთანაც Apple-მა მოლაპარაკებები უკვე დაასრულა.
მოწყობილობას წყალგამძლე კორპუსი ექნება, 3D Touch დისპლეი, მეორე თაობის Touch ID სკანერი და გაუმჯობესებული წინა კამერა.
პრეზენტაციის სავარაუდო თარიღად გაზაფხული სახელდება.