წყაროს თანახმად, 2017 წელს Apple iPhone 7s-ს გამოუშვებს და მალევე iPhone 8-ის პრეზენტაცია შედგება.
მანამდე კი ქსელში პერიოდულად ხვდება ინფორმაციები მერვე თაობის სმარტფონის შესახებ. ამჯერად საუბარია მის ვიზუალურ მხარეზე.
ConceptsiPhone-ის ჯგუფმა YouTube-ზე გამოაქვეყნა ვიდეო სახელწოდებით „iPhone 8 and iPhone 8 Plus – Introducing“, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ მას OLED-დისპლეი აქვს, რომელიც პრაქტიკულად მთელს წინა პანელს ფარავს. ეკრანის ქვემოთ არის სენსორული ღილაკი Home, გვერდითა ჩარჩოები კი მინიმუამდეა დაყვანილი.
სხვა დეტალები ამ მომენტისთვის უცნობია.