სტივენ ტროუტონ-სმიტმა iPhone 8-ის რამდენიმე საიდუმლო გაამხილა. ახალ მოდელში Home ღილაკი ვირტუალური გახდება: სხვადასხვა აპლიკაციის დროს ის ზომას შეიცვლის, თამაშებისა და ვიდეოს ყურების პერიოდში კი მთალიანად გაქრება დისპლეიდან.
ასევე, სხვა შესაძლებლობებთან ერთად, iPhone 8-ს ჩარჩოს გარეშე ეკრანი და თითის ანაბეჭდის სკანერის ნახვლად სახის ამომცნობი სკანერი ექნება.
დადასტურდება თუ არა ეს ინფორმაცია სექტემბერში ვნახავთ, როდესაც სმარტფონი ოფიციალურად გამოვა.