ინტერნეტში გავრცელდა სმარტფონის ფოტოები, რომელიც iPhone-ის ახალი, რიგით მერვე მოდელის საბოლოო ვერსიად შეიძლება ჩაითვალოს.
ფოტოებზე გამოსახული მოწყობილობა არ არის ნამდვილი სმარტფონი, არამედ მოდელი „შიგთავსის“ გარეშე, რომელსაც როგორც წესი, კომპანიები გაჯეტის ვიზუალზე წარმოდგენის შესაქმნელად ქმნიან ხოლმე. ინსაიდერები დარწმუნებულები არიან, რომ სწორედ ეს არის სმარტფონი, რომელიც 2017 წლის შემოდგომაზე გამოვა.
როგორც აქამდე ხდებოდა ცნობილი, ახალ iPhone 8-ს არ აქვს Home ღილაკი, აღჭურვილია 2.5D-ს მინის ორმაგი პანელით და მომრგვალებული კუთხეებით. უკანა მხარეს არ არის თითის ანაბეჭდის სკანერი, სამაგიეროდ შესამჩნევია ორმაგი ვერტიკალური კამერა.



