ლუქს კლასის აქსესუარების მწარმოებელმა რამდენიმე რენდერი გაზიარა, სადაც ახალი iPhone 8 საბოლოო დიზაინით არის გამოსახული.
ფოტოებზე გამოსახული სმარტფონი 5,8 დიუიმიანი OLED-ეკრანით არის წარმოდგენილი, დისპლეის პერიმეტრზე კი შავი ჩარჩო არის თვალშისაცემი. წყაროს ცნობით, მისი სისქე 4 მილიმეტრია.
სმარტფონის ქვედა პანელზე USB Type C, ხოლო გვერდებზე ორი სტერეოდინამიკა არის განთავსებული. მარჯვენა ქვედა კუთხეში კი Power ღილაკი ჩანს, რომელშიც, დიდი ალბათობით თითის ანაბეჭდის სკანერია ჩამონტაჟებული.
ცნობილია ასევე ისიც, რომ iPhone 8-ს ორმაგი ძირითადი კამერა ექნება, ხოლო მისი ფასი საშუალოდ 1100-დან 1200 დოლარამდე იქნება.



