რამდენიმე დღის წინ, ქსელში ახალი iPhone 8 Plus-ის აფეთქების შესახებ დაიწერა. როგორც ჩანს, ეს სმარტფონის ერთადერთი პრობლემა არ არის.
როგორც გაირკვა, iPhone 8-ისა და iPhone 8 Plus-ისა ბატარეები მასობრივად იბერება. აღსანიშნავია, რომ პრობლემა თავს არამარტო გამოყენების დროს იჩენს – ერთ-ერთ მომხმარებელს შეკვეთილი სმარტფონი სახლში უკვე დეფორმირებული მიუვიდა.
გაბერილი აკუმულატორის გამო, ეკრანი მთლიანად ცალკევდება კორპუსისგან, რაც მოწყობილობას გამოსაყენებლად არამარტო შეუძლებელს, არამედ საშიშსაც ხდის.
iPhoneが昨日より膨らんでる。
Apple、早く回収しにきて! pic.twitter.com/sRx6orgxi6— まごころ (@Magokoro0511) September 25, 2017