LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

iPhone 8-ს სარკის ფერი კორპუსი და უსადენო დამტენი ექნება

67

ლატვიელმა დიზაინერმა ბენჟამინ ჰესკინმა iPhone-ის მომდევნო ფლაგმანზე საინტერესო ინფორმაციები გაავრცელა: ახალი iPhone 8 ოთხ ფერში გამოვა, მათ შორის იქნება სრულიად ახალი – სარკის ფერი.

ამ მომენტისთვის სმარტფონის შესახებ მეორე საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალიც ხდება ცნობილი: Apple-ის ახალი ნაწარმი უსადენო დამტენით იქნება აღჭურვილი, რაც მის გამოყენებას უფრო კომფორტულს ხდის.

რაც შეეხება სხვა ცნობებს, რომლებიც აქამდეც გავრცელდა, არის ის, რომ სმარტფონს OLED-დისპლეი ჩარჩოს გარეშე, დაქტილოსკოპიური მრიცხველის ნაცვლად სახის ამომცნობი ფუნქცია, ახალი პროცესორი და 64 და 256 გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერება ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები