ჩინურმა მწარმოებელმა, Foxconn, რომელიც Apple-ის ტექნიკისთვის ამა თუ იმ სიახლეებს ქმნის, iPhone 8-ის უსადენო დამტენზე მუშაობა დააანონსა. წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში თუ კომპანია აღნიშნულ სიახლეზე მუშაობის დასრულებას დროულად შეძლებს, Apple-ის მომდევნო სმარტფონებს სწორედ უსადენო დამტენი ექნება.
ამ დროისთვის უცნობია, სიახლე კონკრეტულ ხაზს შეეხება თუ iPhone-ის ყველა დანარჩენ თაობას შეეხება.
შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში გახდა ასევე ცნობილი, რომ iPhone-ის მორიგ, მერვე თაობას მოხრილი ეკრანი ექნება.