ქსელში iPhone 8-ის ფოტოები გავრცელდა და სწორედ აღნიშნული დიზაინი მიიჩნევა Apple-ის ახალი მოწყობილობის საფინალო ვერსიად.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, iPhone 8-ს 5,8 დიუიმიანი OLED-ეკრანი ექნება, რომელიც მთელი წინა პანელს დაიკავებს, ეკრანის ქვემოთ განთავსდება თითის ანაბეჭდის სკანერი.
დინამიკების მისაერთებლის გვერდზე USB Type-C-ს ადგილია. მარჯვენა მხარეს კვების ღილაკი და სიმ-ბარათი, ხოლო მარცხნივ – ხმის მარეგულირებელი განთავსდება. პანელი დამზადებული იქნება მინისგან, ჩარჩო კი – მეტალისგან.
არსებული ინფრომაციით, Apple სამი სმარტფონის გამოსაშვებად ემზადება: iPhone 8, რომელსაც 5,8 დიუიმიანი დისპლეი ექნება, iPhone 7s – 4,7 დიუიმიანი ეკრანით და iPhone 7s Plus – 5,5 დიუიმიანი დისპლეით.