მას შემდეგ, რაც Apple-მა სახალხოდ აღიარა, რომ ყოველი ახალი მოდელის გამოშვების შემდეგ წინა თაობის სმარტფონების ბატარეის მუშაობას შგნებულად ანელებს, მას გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოუწია:
Apple-მა ბოდიში მოიხადა და პირობა დადო, რომ იანვრის ბოლომდე აკუმულატორის ფასს 79-დან 29 დოლარამდე დააკლებს, თუმცა კომპანიამ აღნიშნული ცვლილება უკვე მოახდინა და შენელებული აკუმულატორის შეცვლა უკვე 29 დოლარი ღირს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფასი iPhone 6-ის ან მის შემდეგ გამოსულ მოდელებზე ვრცელდება და მისით სარგებლობა გარანტიის გასვლის შემდეგაც შეგეძლებათ.