LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

iPhone-ის კამერაზე 800 ადამიანი მუშაობს

74

Apple-ის ინჟინერებისა და სპეციალისტების განყოფილების ხელმძღვანელმა, გრეჰ ტაუნსენდმა, გადაცემისთვის 60 Minutes განაცხადა, რომ iPhone-ის კამერაზე 800 ადამიანი მუშაობს.

მისივე თქმით, კამერა 200 დეტალისგან შედგება, ერთი კადრის გადაღებისთვის კი დაახლოებით 24 მილიარდი ოპერაციის შესრულებაა საჭირო.

„ხელის კანკალის ეფექტთან საბრძოლველად, ინჟინერების ჯგუფი სპეციალურ სისტემას ქმნის. ამისთვის, კამერის შთგნით თავსდება ოთხი პატარა, ადამიანის თმის ზომის მილი, რომელიც კანკალს აფერხებს. ამას გარდა, Apple-ის ინჟინერებს აქვთ ლაბორატორია, სადაც სხვადასხვა განათების შედეგად გადაღებული კადრების ტესტირება მიმდინარეობს. მათი ამოცანაა, ამა თუ იმ პირობებში საუკეთესო ხარისხის ფოტოს მიღება უზრუნველყოს” – განაცხადა ტაუნსენდმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები