LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

iPhone-ის მეხსიერების გაზრდა შესაძლებელი გახდა

979

ყველაზე უსიამოვნო მომენტი ისეთი გაჯეტების მფლობელთათვის, რომელსაც ექსტერნალურად მეხსიერების გაზრდის საშუალება არ აქვს, ინტერნალური მეხსიერების ამოწურვაა. iPhone-ის მფლობელთათვის მეხსიერების ყოველი გიგაბაიტი მნიშვნელოვანია, რადგან ფიზიკურად სმარტფონს Micro SD Card-ის მხარდაჭერა არ აქვს და ტევადობის მიხედვით მოწყობილობის ფასი წარმოუდგენლად იზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ ჭკვიანი მოწყობილობების კამერის გაფართოებები დღევანდელ ბაზარზე ტენდენციურად იზრდება და იმატებს სმარტფონებით გადაღებული ფაილების ზომა, სტანდარტული ტევადობის გაზრდაზე მწარმოებლები არ ფიქრობენ. გაჯეტები უფრო და უფრო მეტ მეხსიერებას საჭიროებენ. როგორც ჩანს, არსებობს აღნიშნული პრობლემის თანამედროვე გადაწყვეტა.

Leef iBridge 3 – ესაა მოწყობილობა, რომელიც iPhone-ის USB Type C პორტს იყენებს და როგორც გარე ვინჩესტერი ისე გამოიყენება. მსგავსი მოწყობილობაა ,,ვაშლის’’ ჭკვიანი ტელეფონებისთვის უალტერნატივოა.

ეს პაწაწინა ფლეშ-ბარათი, შეიძლება დაუკავშირდეს ნებისმიერ iPhone-სა და iPad-ს, რომელიც აღჭურვილია Lightning პორტითა და არანაკლებ iOS9 და iOS 10-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს.

გარდა iPhone-თან დაკავშირებისა, მოწყობილობის მეორე მხარე სტანდარტული USB პორტისთვისაა ადაპტირებული, რაც ამარტივებს გაჯეტიდან მაგალითად კომპიუტერში ფაილების გადაწერას.

მოწყობილობის 64 GB-იანი ვერსიის ფასი 180 დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები