კომპანია KGI Securities-ის თანამშრომელმა და Apple-ის საუკეთესო ანალიტიკოსმა, მინ ჩი კუომ iPhone-ის მასშტაბურ დიზაინერულ ცვლილებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, 2017 წელს Apple უპირატესობას მინის კორპუსს მიანიჭებს, ხოლო IPS-დისპლეის ტექნოლოგიურ AMOLED დისპლეით შეცვლის. ანალიტიკოსმა არ დააკონკრეტა, როგორ გეგმავს კომპანია მინის კორპუსის იდეის რეალიზებას, თუმცა ცნობილია, რომ ამ ყველაფრის ნაწილობრივი მცდელობა მას უკვე ჰქონდა – როდესაც iPhone 4-სა და 4s-ს მინის უკანა პანელები გაუკეთა.
კუოს თქმით, iPhone 7 მისი ორი წინამორბედის მსგავსი იქნება, თუმცა მისი შემდგომი დევაისები მკვეთრად განსხვავებული იქნება, რის მიზეზებზეც მან აღარ ისაუბრა.