ცოტა ხნის წინ Apple სკანდალში გაეხვა. კომპანიამ აღიარა, რომ ახალი მოდელის გამოშვების შემდეგ, ძველი სერიის სმარტფონების მუშაობას შეგნებულად ანელებს. მიზეზად მათი ფუნქციონირების გახანგრძლივება დაასახელეს.
ამერიკელმა ვიოლეტა მაილიანმა გადაწყვიტა Apple-ს უჩივლოს და მას ტრილიონი დოლარი გადაახდევინოს. მისი თქმით, კომპანია ამ ხრიკს სპეციალურად იმისთვის მიმართავს, რათა მომხმარებლებმა უკანასკნელი მოდელები შეიძინონ. მისივე მტკიცებით, ამის შესახებ კომპანიას თავად უნდა განეცხადებინა.