LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

iPhone-ზე ფასი შეიძლება გაიზარდოს

41

iPhone-ის თვითღირებულება საბაზრო ღირებულებისგან განსხვავდება. კომპანიას საკუთარი სტრატეგია გააჩნია, რომელიც მისი პროდუქტის საცალო გაყიდვისგან მიღებულ მოგებას გულისხმობს. ახალი ინფორმაციის მიხედვით კი პროდუქტის საბაზრო ღირებულებამ შეიძლება ორჯერ მოიმატოს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, iPhone-ის უკან დატანილი წარწერა შეიცვლება.

,,დიზაინი შემუშავებულია კალიფორნიაში, შექმნილია ჩინეთში’’.

ტრამპის განცხადებით, Apple-ის iPhone-ი ამერიკული, მსოფლიო დონის პროდუქტია და მისი აწყობა აზიის კონტინენტზე, ქვეყნისთვის წამგებიანია. პრეზიდენტი მარკეტზე ბრენდის იმიჯს გულისხმობს.

სამწუხარო რეალობა კი ისაა, რომ აღნიშნული გაჯეტის ისედაც მსუყე ღირებულება, იაფი გადასახადების მქონე ჩინეთის ნაცვლად, აშშ-ში აწყობის შემთხვევაში შეიძლება ორჯერ გაიზარდოს.

ამოქმედდება თუ არა რეგულაცია ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა დონალდ ტრამპი აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შესანარჩუნებლად აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები