LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იპოდრომი ამ წუთებში” – მერიის განმარტება (ფოტო, ვიდეო)

174

“პარტიზანი მებაღეების” აქტივისტი ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში იპოდრომთან გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოს ავრცელებს. ფოტოებზე მოჭრილი ხეებია ასახული.

აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს თბილისის მერია, სადაც აღნიშნავენ, რომ სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებით, ტერიტორიაზე 7 ხე იჭრება.

“მოგეხსენებათ, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე მიმდინარეობს სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები. ამ მიზნით, დღეს, ნებართვის საფუძველზე იჭრება 7 ხე. იმისათვის, რომ ხელი არ შეშლოდა სამუშაოებს, გადაირგო 123 ფოთლოვანი და 51 მცირე ზომის წიწვოვანი ხე, სხვლა-ფორმირება ჩაუტარდა 6 ხეს, ასევე დაირგო 140 ხე,” – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g