LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იპოთეკური სესხის მოთხოვნა Area-ს დახმარებით

62
715x400 copy

თუ უახლოეს მომავალში ბინის ყიდვას გეგმავთ, მაგრამ ჯერ სრულად არ გაქვთ თანხა, ნუ გაატარებთ კიდევ ორ-სამ წელს ლოდინში. უძრავი ქონების ყველაზე დიდი პლატფორმა area.ge დაგეხმარებათ შეარჩიოთ ბინა, აიღოთ იპოთეკური სესხი მარტივად, გადახვიდეთ ახალ სახლში საცხოვრებლად და თანდათან დაფაროთ ვალი.

Area.ge-მ გაამარტივა და ციფრულ სივრცეში გადაიტანა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა. ესაა პლატფორმა, რომელიც აერთიანებს საქართველოს მასშტაბით არსებული გასაყიდი ქონების შესახებ განცხადებებს, აქ მოიაზრება როგორც მშენებარე და ახალაშენებული სახლები, ასევე ძველი პროექტები. მუდმივ რეჟიმში განახლებადი განცხადებები არის გარანტია იმისა, რომ აუცილებლად იპოვის მსურველი მის მოთხოვნებზე მორგებულ ბინას.

არეას საძიებო ფილტრი კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის ძიების პროცესს. თუ ადამიანს განსაზღვრული აქვს, რომელი უბანში აპირებს ბინის შეძენას, ლოკაციის მითითებით შეუძლია დაიწყოს ძებნა. არეა გაფილტრავს მონაცემებს და მხოლოდ იმ მისამართზე არსებულ ქონებას წარადგენს, რომელიც თქვენს მიერ იყო მოთხოვნილი.

შერჩევის შემდეგ შეგიძლიათ სასურველი ბინის შესაძენად, შეავსოთ მარტივი ფორმა არეას საიტზე და მოითხოვოთ იპოთეკური სესხი. არამარტო პანდემიის პერიოდში, სხვა დროსაც დამღლელია ბანკში სიარული, რიგებში დგომა, სხვადასხვანაირი დოკუმენტაციის შეგროვება – წარდგენა, რაც დროში ძალიან იწელება და იმდენ ენერგიას მოითხოვს, ეკარგება ადამიანს სურვილი ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე.

მომხმარებლისთვის კომფორტის შესაქმნელად არეამ წარმოადგინა პრემიუმ სერვისი იპოთეკური სესხის დისტანციურად მოთხოვნა. საიტზე ჩაშენებული სესხის კალკულატორი, შერჩეული ბინის მაგალითზე დაგითვლით, რა თანხა დაგჭირდებათ თანამონაწილეობისთვის (როგორც წესი ეს სრული ღირებულების 20%-ია ხოლმე), რამდენი ლარი გექნებათ გადასახადი ყოველთვიურად, რამდენი წლით გასესხებთ ბანკი თანხას  და ა.შ. დამაკმაყოფილებელი ინფორმაციის მიღების შემდეგ, მოგიწევთ უმარტივესი აპლიკაციის შევსება. სახელი, გვარი, პირადი ნომერი, იმეილი ტელეფონის ნომერი – ამ მონაცემების შევსების შედეგ გააგზავნით მოთხოვნას ბანკში, რაც ნიშნავს რომ თქვენი განაცხადი იპოთეკური სესხის აღების თაობაზე დაფიქსირებულია.

აღსანიშნავია, რომ Area.ge თანამშრომლობს არა მხოლოდ საქართველოს ბანკთან, არამედ თიბისი და ვითიბი ბანკთან. აქამდე თუ მხოლოდ ერთ ბანკში შეგეძლოთ იპოთეკური სესხის მოთხოვნა ონლაინ, ახლა მათ რიცხვს კიდევ ორი ბანკი შეემატა. მსურველს უკვე საშუალება აქვს განაცხადი ერთდროულად სამივე ბანკში დააფიქსიროს და დაელოდოს შემოთავაზებებსა და პირობებს თითოეული მათგანისგან.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე იპოთეკური სესხის მისაღებად?

იპოთეკური სესხის ასაღებად აუცილებელია შემოსავლების დადასტურება. თუმცა, შემოსავლების დადასტურება არ ნიშნავს მხოლოდ ოფიციალურად დარიცხული ხელფასის არსებობას. შესაძლებელია, სესხის მოთხოვნისას, შემოსავლების დამადასტურებლად წარდგენილ იქნეს ფულადი გზავნილების, ჩარიცხვების ან/და გადახდების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამასთანავე, ამ ტიპის სესხის აღებისას გარანტიის სახით ხდება ქონების უზრუნველყოფა. იპოთეკით შესაძლებელია დაიტვირთოს უკვე თქვენს მფლობელობაში არსებული ქონება, ან ის რომლის ყიდვასაც იპოთეკური სესხით აპირებთ.

იპოთეკური სესხის ვადა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მომხმარებლის საჭიროებაზე, თუმცა მაქსიმალური ვადად 20 წელი განისაზღვრება.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g