LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იპოვონ ერთი გოგონა, ვისაც გიგა სექსუალურად ავიწროებდა – თუ გამოჩნდება ასეთი, 10 000 ლარს ოფიციალურად, სახალხოდ გადავცემ! თუ არ გამოჩნდება ასეთი გოგონა, ყველას, აუცილებლად ვაგებინებ პასუხს!“ – ეკა კუპატაძე განცხადებას ავრცელებს

164
ეკა კუპატაძე, გიგა ავალიანი

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს, ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. 

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს, ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

„მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება“ – პროკურორი ქეთევან სონიძე

„ალექსანდრე გაბაშვილისთვის, ასეთი წარსული გამოცდილების ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად, წაქეზება იყო“ – პროკურორი ქეთევან სონიძე

„🙏 გააზიარეთ, გემუდარებით!

ეს არის, პირველი, ყველაზე სერიოზული, ოფიციალური განცხადება ჩემგან ამ 10 თვის მანძილზე, ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ, დამეხმარეთ გაზიარებაში.

არ გამოუვიდათ მკვლელობისთვის პოლიტიკური იარლიყის მიკერება. 

ახლა დაიწყეს: – უი, ეს ბიჭი მართლა პედოფილი ყოფილა.

თუ გიგა იყო პედოფილი, 28 წლის და 8 თვის მანძილზე, მინიმუმ ერთჯერ უნდა დაფიქსირებულიყო, მაშინ როცა 8 წელი ამზადებდა მოსწავლეებს!

ამიტომ ჩემი მოთხოვნა:

1) იპოვონ ერთი გოგონა, ვისაც გიგა სექსუალურად ავიწროებდა, ოღონდ უნდა დაამტკიცოს რომ გიგას იცნობდა და დავიჯერებთ, რომ 2-3 გაკვეთილში ნიაზეც შეაფრინა!

2) თუ გამოჩნდება ასეთი გოგონა, 10 000 ლარს ოფიციალურად, სახალხოდ გადავცემ. ეს არის თანხა, რომელიც გიგამ 1 ოქტომბერს, მკვლელობის დღეს, შეიტანა ანაბარზე.

3) თუ არ გამოჩნდება ასეთი გოგონა, ყველას, ვიმეორებ, ყვეეეელას, თუნდაც ირიბად გადაკრული პატარა კომენტარი ეწეროს, აუცილებლად ვაგებინებ პასუხს!

P.S. თანამებრძოლნო, გთხოვთ, ჩამიყარეთ ყველა კომენტარი პირადში, სადაც წააწყდებით გიგასგან სექსუალური ძალადობის შესახებ თუნდაც გადაკრულ შინაარსს“, – წერს ეკა კუპატაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები