LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იქ დარჩენილთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ჩვენთვის ყველა მნიშვნელოვანია“ – ზელენსკი „აზოვსტალიდან“ მოქალაქეების ევაკუაციაში დახმარებას გუტერეშს სთხოვს

132
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაერო-ს გენერალურ მდივანს თხოვნით მიმართავს, უშუამდგომლოს „აზოვსტალიდან“ დაჭრილების გამოყვანასა და მათ გადარჩენაში. ამის შესახებ პრეზიდენტმა გენერალურ მდივანს სატელეფონო საუბრისას სთხოვა.

„იქ დარჩენილთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ჩვენთვის ყველა მნიშვნელოვანია. ვითხოვთ თქვენს დახმარებას მათ გადარჩენაში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე მადლობას უხდის ანტონიუ გუტერეშს „აზოვსტალიდან“ მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის გაწეული ძალისხმევის გამო, რომლის შედეგადაც ქარხნის ტერიტორიიდან 121 ადამიანი გამოიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g