სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ასახულია სომხეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტი, რომლის თანახმადაც, ქართველმა გულშემატკივრებმა სომხეთის ნაკრების ფეხბურთელებს და ტრიბუნებზე მყოფ მათ გულშემატკივრებს ბოთლები დაუშინეს, სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე ეხმაურება.
მისი თქმით, „ფეხბურთი მოვიგეთ 6:1, მაგრამ ზრდილობაში წავაგეთ 1:6“:
„ხუთჯერ ვარ ერევანში ნამყოფი და ხუთივეჯერ ქართველი ხალხისადმი სიყვარულის გამოხატვის უდიდესი მაგალითები ვიხილე. იმდენი სითბო და პატივისცემა მახსოვს მათგან რომ ახლა სად წავიდე სირცხვილით არ ვიცი.
იქაც მოვუგეთ და აქაც მოვუგეთ, მეტი რა ჯანდაბა გინდათ ვინც იმ სტადიონზე შევარდით და ბოთლების სროლა დაიწყეთ.
ვინ სიკვდილი ხართ, რას ერჩით ჩვენს ქვეყანას, სად დაიბადეთ, ვინ იყო თქვენი გამზრდელი?
ფეხბურთი მოვიგეთ 6:1, მაგრამ ზრდილობაში წავაგეთ 1:6“, – წერს დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში.
ხუთჯერ ვარ ერევანში ნამყოფი და ხუთივეჯერ ქართველი ხალხისადმი სიყვარულის გამოხატვის უდიდესი მაგალითები ვიხილე. იმდენი…
Posted by Dato Liklikadze on კვირა, 23 მარტი, 2025