LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იქამდეც მყოლია შეყვარებული, მაგრამ მსგავსი გრძნობა არასდროს განმიცდია. მართლა გავგიჟდი“ – დათო ლონდარიძისა და ნათია დევდარიანის საოცარი სიყვარულის ამბავი

1527
დათო ლონდარიძე და ნათია დევდარიანი

მუსიკოსი დავით ლონდარიძე თანამედროვე შოუბიზნესში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და მისი შემოქმედება საოცრად აქტიურ ფაზაშია. გარდა იმისა, რომ პროფესიაშია ძალიან წარმატებული, არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს და მისი და ნათია დევდარიანის წყვილი მაყურებელმაც ძალიან შეიყვარა. მუსიკოსი ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება.

როგორც ვიცი, მეუღლესთან ძალიან გამორჩეული ურთიერთობა გაქვთ. როგორ იპოვეთ ის?

ეს ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. არც მე ვარ პატარა და არც ნათიუკა. ჩვენ-ჩვენი ცხოვრება განვვლეთ და უკვე დაღვინებულები, ჩამოყალიბებული შეხედულებებით შევხვდით ერთმანეთს. მივხვდით, რომ ერთად უნდა ვყოფილიყავით და ხუთი წელია, ერთად ვართ. მე, როგორც მუსიკოსი, ძალიან დიდ აქცენტს ვაკეთებ ბგერებზე და ამით პირველივე შეხვედრისას მომაჯადოვა. მანქანაში ჩამიჯდა და ეთნოგრაფიულ მუზეუმში ავედით „არტგენის“ მუსიკალურ ფესტივალზე. ეს იყო ჩვენი პირველი პაემანი. მისი ვიზუალი კიდევ სხვა ამბავია, მაგრამ როგორც კი ლაპარაკი დაიწყო, მისი ბგერები იმდენად მესიამოვნა, მაშინვე რაც პირველი ვიფიქრე, იყო: ამ ხმას მთელი ცხოვრება მოვუსმენდი. მერე ამას დაემატა მისი ღიმილი, სიცილი და ყველაფერი ერთად. ერთი ლამაზი კომპოზიცია შეიკრა. ვიგრძენი, რომ რაღაც საოცარი ამბავი ხდებოდა ჩემს თავს და დავდუმდი. ამდენი წელი გავიარე, ბევრ ქვეყანაში ვიცხოვრე, ბევრ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა, იქამდეც მყოლია შეყვარებული, მაგრამ მსგავსი გრძნობა არასდროს განმიცდია. მართლა გავგიჟდი. მერე მისი სასიმღერო კულტურა, საერთოდ სხვა რამეები დამანახვა, მისი გემოვნება, ხედვა… მერე შემოქმედებითადაც გავერთიანდით. ბოლო წლებში ჩვენმა შემოქმედებითმა ალიანსმა, ჩვენს სიყვარულთან ერთად, ბევრი კარგი ამბავი მოგვიტანა. ნათია ლოტბარების ოჯახში გაიზარდა. სისხლში აქვთ გამჯდარი მუსიკა. მისი ცხოვრება სხვა მიმართულებით წავიდა, პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, მაგრამ ჩვენმა ერთობამ ნათიუკას მუსიკალური ნიჭების გამოვლინებასაც შეუწყო ხელი და ეს ძალიან მიხარია. თუმცა, ბოლომდე ჯერ კიდევ არ გამოუვლენია საზოგადოების წინაშე ის, რაც მას შეუძლია. ჩვენს მსმენელს გაცილებით კარგი ნამუშევრები ელოდება წინ.

ესე იგი, ერთი ნახვით მოგაჯადოვათ. ოჯახის შექმნა რამდენ ხანში გადაწყვიტეთ?

კი, ნამდვილად ასე იყო ორი წელი ვიყავით ერთად. ერთი დღეც არ მახსენდება ნათიუკას გარეშე. მივხვდი, რომ ერთმანეთის გარეშე აღარ შეგვეძლო. ძალიან მალევე გადავედით ერთად. მერე შვილი შეგვეძინა და ასე სიამტკბილობაში მოვდივართ. ყოველდღე ვუკრავთ, ყოველდღე კონცერტი გვაქვს. ნათია არცერთი დღე არ მცილდება გვერდიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g