LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც სამართალდამცავთა შესაძლო დანაშაულებს გამოიძიებს – თეა წულუკიანი

109
wulukiani

საქართველოში შეიქმნება სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავი სტრუქტურების, მათ შორის, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს,- ამის შესახებ იუსტიციის მნისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მუშაობის შედეგებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს აცნობს.

წულუკიანის განცხადებით, რეფორმა ბევრ გამოწვევას პასუხობს პასუხობს.

„დღემდე ისმოდა შენიშვნები არაერთ საქმეზე, ჩვენ რა თქმა უნდა, გვიხარია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი იქმნება,“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

magti 5g