გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის უცხო ქვეყანაში გაყვანას და შესაბამის კლინიკაში მოთავსებას ითხოვს. მესამე პრეზიდენტის დედის განცხადებით, დღეს სააკაშვილს ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს.
“მე ძალიან მიკვირს ზიგიერთის გულიბრყვილობა. უი, მართლა? ეს როგორ მოხდა? იმიტომ რომ იმდენად ყოვლისშემძლე და სასწაულმოქმედი ჰგონიათ ეს ადამიანი, საერთოდ ჰგონიათ, რომ უკვდავია და არაფერი შეეხება. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის”, – ამბობს გიული ალასანია.
“7 თვე იწურება რაც ჩემი შვილი ჩამოვიდა. ამასობაში ჩვენ მოვიარეთ ყველა ციხე რაც კი არსებობს საქართველოში და ეს ადამიანი უბრალოდ გვეცლება ხელიდან და რატომ? იმიტომ, რომ 2008 წელს არ ჩააბარა ქვეყანა. ბევრი სხვა წარმატების გამო, რომლის მოწმეები ვიყავით. მოგვწონს არ მოგვწონს, იზიარე, არ იზიარებ, ეს ხომ რეალობა იყო?!” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ბრიფინგზე გააკეთა.
“ვითხოვ, ისევე როგორც ყოველთვის, არაერთხელ, დაუყოვნებლივ მის გაყვანას ამ ქვეყნიდან და შესაბამის კლინიკაში მოთავსებას. იქნებ, არის კიდევ შანსი, რომ გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე, იმიტომ, რომ დღეს უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს ამ ადამიანს. ბოლოს და ბოლოს ეს უნდა გაიგოს ყველამ. მე ძალიან მიკვირს ზოგიერთის გულუბრყვილობა იკითხავს – უი, მართლა? ეს როგორ მოხდა? იმიტომ რომ იმდენად ყოვლისშემძლე და სასწაულმოქმედი ჰგონიათ ეს ადამიანი, საერთოდ ჰგონიათ, რომ უკვდავია და არაფერი შეეხება. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის”, – ამბობს გიული ალასანია.
მიხეილ სააკაშვილის დედა ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მის თვალწინ დღითიდღე უარესდება. “ჩემს თვალწინ ხდება მისი გაქრობა და ეს არის თავისმოჭრა ჩვენი ქვეყნის”,- ამბობს გიული ალასანია.