LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იქნება თუ არა გამეორება მსოფლიოზე

24

ფიფა გადაწყვიტა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე მსაჯის ვიდეოასისტენტის სისტემა (VAR) გამოიყენოს.

თუმცა, ამ საკითხში ბოლო სიტყვა საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოს ეკუთვნის, რომლის ტექნიკური სხდომა 22 იანვარს გაიმართება. შესაძლოა, საბოლოო გადაწყვეტილება უკვე ამ დღეს გამოიტანონ. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ფიფა მიიღებს შესაძლებლობას, შეადგინოს ვიდეოარბიტრების სია, რომლებიც რუსეთში მუნდიალის დროის იმუშავებენ.

არ არის გამორიცხული, საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ გადაწყვეტილების მიღება 2 მარტისთვის გადადოს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს, VAR-მა ტესტირება გაიარა ფიფას ტურნირებზე, კონფედერაციათა თასსა და კლუბების შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ამ სეზონში ეს სისტემა გამოიყენება იტალიისა და გერმანიის ჩემპიონატებში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები