„ნაციონალურ მოძრაობაში“ არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ზუგდიდში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი გიული ალასანია იქნება.
„არ ვადასტურებთ გავრცელებულ ინფორმაციას. ზუგდიდში რამდენიმე კანდიდატურა განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი“, – განგვიცხადეს „ფორტუნაში“.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია, რომელიც ამჟამად ბათუმში იმყოფება, მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ არაფერს გამორიცხავს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვერა ქობალია იქნებოდა.
ვერა ქობალია ქართულ პოლიტიკაში ზუგდიდიდან ბრუნდება?
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარობის კანდიდატებს რამდენიმე დღეში დაასახელებს. ყველაზე დიდ ინტერესს ზუგდიდთან დაკავშირებული პარტიის გადაწყვეტილება იწვევს.