LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იქნება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი ზვიად ძიძიგურის პარტიის პირველი ნომერი

68

ირაკლი ღარიბაშვილი, შესაძლოა, ზვიად ძიძიგურის „კონსერვატიულ პარტიას“ ჩაუდგეს სათავეში, ინფორმაციას kvirispalitra.ge ავრცელებს.

ინტერეტპორტალის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოლაპარაკებას „კონსერვატიულ პარტიასთან“ აწარმოებს, ე.წ. “კახური დაჯგუფება” კი საარჩევნოდ ამ პარტიას დააფინანსებს.
ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ პარტიის შიგნით, პარტნიორ პარტიებთან, პერსონებთან მართავენ კონსულტაციებს და როცა ჩამოყალიბდებიან, რა ფორმით აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას, საჯაროდაც განაცხადებენ.

„ყველა გადაწყვეტილება, ყველაფერი, რაც ირაკლი ღარიბაშვილთან, კონსერვატიულ პარტიასთან, “ქართულ ოცნებასთან” და სხვა პარტიებთან დაკავშირებით იქნება, ამ ყველაფერს არჩევნების წინ გაიგებთ,“ – განაცხადა ძიძიგურმა.

ღარიბაშვილის თანამშრომლობას „კონსერვატორებთან“ კატეგორიულად უარყოფს ყოფილი პრემიერის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g