ბოლო დროს, ენრიკე იგლესიასისა და ანა კურნიკოვას შესახებ სულ უფრო ხშირად ვრცელდება ხმები, რომ ისინი ფარულად დაქორწინდნენ. შეგახსენებთ, რომ წყვილი 15 წელია ერთად ცხოვრობს და ამ დროის მანძილზე დაქორწინებას არ ჩქარობს, რადგან ცნობილი მომღერალი მიიჩნევს, რომ სიყვარული ქაღალდის დოკუმენტებით არ გამოიხატება.
ცოტა ხნის წინ, პაპარაცებმა ანას თითზე ნიშნობის ბეჭწედი შენიშნეს. გაჩნდა მოსაზრება, რომ წყვილმა საიდუმლოდ იქორწინა. ჯერ-ჯერობით მათი წარმომადგენლის მხრიდან ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაკეთებულა.