LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ალასანია დროებით პოლიტიკიდან მიდის

75

ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან დროებით მიდის, ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი ალასანიამ არჩევნებში პარტიის წარუმატებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „თავისუფალ დემოკრატებში“ საჭიროა რეორგანიზაცია და შედეგების გაანალიზება, თუ რატომ ვერ მოახერხეს წარმატების მიღწევა.

რადგან ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ აქტიურად მოვახდინოთ გავლენა მე და ჩემმა პარტიამ ქვეყანაში და პარლამენტში მიმდინარე პროცესებზე, მივიღე გადწყვეტილება, ვაკეთო ისეთი რამ, რითიც შევძლებ ვგვერდში დავუდგე საზოგადოებას და რაც უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანას. მივიღე გადაწყვეტილება, დროებით გავიდე პოლიტიკიდან, აუცილებლად, სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, დავრჩები საქართველოს ჯარისკაცად.

ამასთან, ალასანიამ აღნიშნა, რომ “თავისუფალი დემოკრატები” გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას, ჩატადება რეორგანიზაცია და მოემზადებიან ჯერ ადგილობრივი, შემდეგ კი – საპარლამენტო არჩევნებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g